რონალდო - ვფიქრობ, „იუნაიტედისთვის“ უახლოესი სამი-ოთხი წელი საჭირო მოთამაშე ვიქნები #1TVSPORT
რონალდო - ვფიქრობ, „იუნაიტედისთვის“ უახლოესი სამი-ოთხი წელი საჭირო მოთამაშე ვიქნები #1TVSPORT

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში „იუვენტუსიდან“ მანჩესტერში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ რონალდო „იუნაიტედის“ ღირსებას 2003-2009 წლებში იცავდა.

„აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ, – ამბობს 36 წლის თავდამსხმელი. – ადრე ამ კლუბში ყველაფერი შესანიშვად გამომდიოდა. აქ ისევ გამარჯვებებისთვის დავბრუნდი.

მზად ვარ ვიშრომო, ვიშრომო და კიდევ ერთხელ ვიშრომო. ჩემთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ეს წინსვლის დიდი შესაძლებლობაა. ვფიქრობ, უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში „იუნაიტედისთვის საჭირო მოთამაშე ვიქნები“, – მიაჩნია კრიშტიანო რონალდოს.