რონალდო ტურინში დასაბრუნებლად მზადაა
რონალდო ტურინში დასაბრუნებლად მზადაა

„იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ტურინში დასაბრუნებლად მზადაა. როგორც „ტუტოსპორტი“ იტყობინება, პორტუგალიელს ჩემოდნები უკვე ჩალაგებული აქვს და როცა საჭიროება იქნება კერძო თვითმფრინავით იტალიაში გაემგზავრება. ჯერ ოფიციალურად ვარჯიშები არ განახლებულა, თუმცა ფეხბურთელებს უფლება აქვთ პატარ-პატარა ჯგუფებად მოემზადონ.

ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსი კუნძულ მადეირაზეც დაფიქსირდა. ამგვარად ადგილი, სადაც რონალდო ოჯახთან ერთად პანდემიას ემალებოდა, უსაფრთხოდ აღარ ითვლება. სავარაუდოდ ეს ფაქტი პორტუგალიელი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნებას დააჩქარებს.