რონალდო - თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და ფეხბურთს კიდევ ხუთი წელი ვითამაშებ #1TVSPORT
რონალდო - თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და ფეხბურთს კიდევ ხუთი წელი ვითამაშებ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა ფიფა-ს სპეციალური ჯილდოს მიღების შემდეგ და აღნიშნა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებს, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს

„ამაყი ვარ, რომ სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად მაღიარეს, – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Daily Mail. – ჩემში ძველუბარდ არის ფეხბურთის თამაშისა და გოლების გატანის ვნება. როგორც კი მოედანზე გავდივარ, თუნდაც სავარჯიშოდ, ჩემი მოტივაცია მაშინვე იზრდება. მალე 37 წლის გავხდები, მაგრამ თავს არაჩვეულერივად ვგრძნობ. ვგეგმავ, კიდევ 4-5 წელი ვითამაშო“.

ფიფა-მ პორტუგალიელი ვარსკვლავი სანაკრებო დონეზე მსოფლიო რეკორდის გამო გამოარჩია. რონალდოს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი 115 გოლია, რითაც ირანელი ალი დაეის რეკორდი (109 გოლი) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.