რონალდო, შესაძლოა, მადრიდში დაბრუნდეს და „რეალის“ ელჩი გახდეს #1TVSPORT
რონალდო, შესაძლოა, მადრიდში დაბრუნდეს და „რეალის“ ელჩი გახდეს #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტანო რონალდო კლუბის დატოვებას და მადრიდში დაბრუნებას გეგმავს, – იუწყება El Nacional-ი.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვერ ეგუება ახალ ქვეყანას და საუდის არაბეთში ცხოვრების წესებს. აღნიშნულია, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის, თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდასთან ითანამშრომლოს – რონალდოს ან კლუბის ელჩობას შესთავაზებენ, ან მენეჯერის თანამდებობას.

38 წლის ფეხბურთელს „ალ-ნასრისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. პორტუგალიელმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში 12 მატჩი გამართა, გაიტანა 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.