რონალდო პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
რონალდო პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ინგლისის ჩემპიონატში აპრილის საუკეთესო მოთმაშედ აღიარეს.

გასულ თვეში 37 წლის ფეხბურთელმა ოთხ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე სეზონში რონალდო პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დასახელდა (პირველად ეს 2021 წლის სექტემბერში მოხდა).

საინტერესოა, რომ რეკორდებით ცნობილმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და უეინ რუნის გადაასწრო.

საქმე ისაა, რომ კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ დასახელდა, რუნის კი ეს წოდება ხუთჯერ ერგო.