რონალდო - „ოლდ ტრაფორდი“ ოცნების თეატრია, სადაც ყველაფერს მიაღწევ #1TVSPORT
რონალდო - „ოლდ ტრაფორდი“ ოცნების თეატრია, სადაც ყველაფერს მიაღწევ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა კრიშტიანო რონალდომ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა.

პორტუგალიელი ფორვარდის დაბრუნება კი ტრიუმფალური იყო და კრიშტიანო რონალდო სადებიუტო შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა.

„ჩემი დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე, მხოლოდ მცირე შეხსენებაა იმისა, რატომ უწოდებენ ამ სტადიონს ოცნების თეატრს , – წერს კრიშტიანო რონალდო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ჩემთვის ეს ადგილი ყოველთვის ჯადოსნური იყო. აქ შეიძლება მიაღწიო ყველაფერს, რისკენაც მიისწრაფვი.

თანაკლუბელებთან ერთად და ტრიბუნებიდან წამოსული საოცარი მხარდაჭერით, ჩვენ წინ ოპტიმისტურად ვივლით და საბოლოოდ, ყველა ერთად ვიზეიმებთ. ამაყი ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში დავბრუნდი და პრემიერლიგაში ვთამაშობ. პირველ რიგში კი მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი“.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Cristiano Ronaldo (@cristiano)