რონალდო – ნებისმიერი ფრაზა, რომელიც პრესაში ჩემი სახელით ქვეყნდება, სრული სიცრუეა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიასთან განცდილი მარცხის (1:2) გამო მედიაში მის მიერ გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ სიტყვებს უარყოფს.
აქამდე სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, თითქოს რონალდომ შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ კარლო ანჩელოტიმ უამრავი შეცდომა დაუშვა, ვინისიუსმა კი მაშინ ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, როცა ეს ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
„მოგესალმებით! მსურს, დავაზუსტო, რომ ბრაზილიის ნაკრების თამაშის დასრულებისას კომენტარი არცერთი ჟურნალისტისთვის არ მიმიცია. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაზა, რომელიც პრესაში ჩემი სახელით ქვეყნდება, სრული სიცრუეა“, – აღნიშნა რონალდომ.