რონალდო მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ზედიზედ მეექვსე მუნდიალზე ვიხილავთ პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, კრიშტიანო რონალდოს.
მეკარეები: დიოგო კოშტა („პორტუ“), ჟოზე სა („ვულვზი“), რუი სლვა („სპორტინგი“), რიკარდო ველიო („გენჩლერბირლიგი“)
მცველები: დიოგო დალო („მანჩესტერი“), მატეუშ ნუნიეში („მანჩესტერ სიტი“), ნელსონ სემედუ („ფენერბაჰჩე“), ჟოაო კანსელო („ბარსელონა“), ნუნუ მენდეში (პსჟ), გონსალო ინასიო („სპორტინგი“), რენატო ვეიგა („ვილიარეალი“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), ტომაშ არაუჟო („ბენფიკა“)
ნახევარმცველები: რუბენ ნევეში („ალ ჰილალი“), სამუელ კოშტა („მალიორკა“), ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“), ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“)
თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი („ალ-ნასრი“), ფრანსისკო ტრინკაო („სპორტინგი“), ფრანსისკო კონსეისაო („იუვენტუსი“), პედრო ნეტო („ჩელსი“), რაფაელ ლეაო („მილანი“), გონსალო გედეში („სოსიედადი“), გონსალო რამოში (პსჟ), კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“)
პორტუგალიის ნაკრები K ჯგუფში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, კოლუმბიასა და უზბეკეთთან ერთად ითამაშებს.