რონალდო „კრუზეიროს“ მფლობელი გახდა #1TVSPORT
რონალდო „კრუზეიროს“ მფლობელი გახდა #1TVSPORT

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო, რომელიც ესპანურ კლუბს „ვალიადოლიდს“ ფლობს, ბრაზილიური „კრუზეიროს“ მფლობელი გახდა, – წერს გაზეთი O’Globo.

ყოფილმა თავდამსხმელმა 70 მილიონ დოლარად შეიძინა გუნდის აქციების 90 პროცენტი.

რონალდომ სწორედ „კრუზეიროში“ დაიწყო პროფესიული კარიერა. ამ გუნდში ის 1993-93 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ნიდერლანდების „ეინდჰოვენში“ გადავიდა.