რონალდო „იუვენტუსს“ ემშვიდობება - ჩვენ ახლა ერთმანეთის ლამაზი ისტორიის ნაწილი ვართ #1TVSPORT
რონალდო „იუვენტუსს“ ემშვიდობება - ჩვენ ახლა ერთმანეთის ლამაზი ისტორიის ნაწილი ვართ #1TVSPORT

დღეს ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსის“ უკვე ყოფილმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ ტურინული კლუბი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

რონალდო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე „იუვენტუსსა“ და იტალიური კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა:

„მე დღეს საოცარ კლუბს ვტოვებ, საუკეთესოს იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ საუკეთესოს ევროპაში. მე მთელი გული და სული მივუძღვენი „იუვენტუსს“, ტურინი კი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ბიანკონერის ტიფოზები ყოველთვის პატივს მცემდნენ და მეც ყოველთვის ვცდილობდი, მადლიერი ვყოფილიყავი ასეთი დამოკიდებულების – ვიბრძოდი მათთვის ყველა მატჩში, ყველა სეზონში, ყველა ტურნირზე.

შეგვიძლია, უკან გავიხედოთ და დავინახავთ დიდ მიღწევებს, ყველაფერი ვერ შევძელით, რაც გვინდოდა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი ისტორია დავწერეთ. მე ყოველთვის ვიქნები ერთი თქვენგანი. ჩვენ ახლა ერთმანეთის ისტორიის ნაწილი ვართ“, – წერს პორტუგალიელი თავდამსხმელი.