რონალდო ერთადერთია, ვინც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა - პორტუგალიამ განა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
რონალდო ერთადერთია, ვინც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა - პორტუგალიამ განა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალია და განა დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, პორტუგალიელთა 37 წლის ვარსკვლავი იქცევდა — კატარი 2022 კრიშტიანო რონალდოსთვის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია.

 

პირველ ტაიმში პორტუგალიელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, ბურთს აკონტროლებდნენ და განელების კარს უტევდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს, მათ მეტოქეს კი კარში ერთხელაც არ დაურტყამს.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში თამაში არ შეცვლილა — პორტუგალია კვლავ უტევდა და განა საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდა, მაგრამ მატჩში გარდატეხა სწორედ კრიშტიანო რონალდომ შეიტანა. 65-ე წუთზე განელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდომ ზუსტად შეასრულა და კიდევ ერთი დიდი რეკორდი დაამყარა — პორტუგალიელი ერთადერთია ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც გოლი ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს გატანილი.

პორტუგალიელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ანდრე აიუმ 73-ე წუთზე შესანიშნავი პასი მიიღო, რომელიც გოლად აქცია და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

კიდევ უფრო ცოტა ხანით გაგრძელდა განელთა სიხარული. პორტუგალიელებმა ორ წუთში (78, 80) ჟოაო ფელიქსისა და რაფაელ ლეაოს გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს – 3:1.

88-ე წუთზე რონალდო შეცვალეს და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი მაყურებელმა ტაშით გააცილა. ზუსტად ერთ წუთში კი (89) განელების შეტევა ოსმან ბუკარის გოლით დასრულდა – 3:2.  არბიტრმა მატჩს 9 წუთი დაამატა და ამ პერიოდის განმავლობაშიც ბურთს პორტუგალია აკონტროლებდა.

დამატებული დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე განას გათანაბრების შესანიშნავი შანსი მიეცა, რომელიც გოლის ავტორმა, ოსმან ბუკარიმ ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან კარს ააცილა. ანგარიში აღარ შეცვლილა და რონალდოს გუნდმა კატარი 2022-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

H ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 17:00 ურუგვაი-სამხრეთ კორეა 0:0
I ტური 24.11.2022 20:00 პორტუგალია-განა 3:2
II ტური 28.11.2022 17:00 სამხრეთ კორეა-განა :
II ტური 28.11.2022 23:00 პორტუგალია-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 განა-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 სამხრეთ კორეა-პორტუგალია :

 

H ჯგუფი
1 პორტუგალია 1 1 0 0 3-2 3
2 სამხრეთ კორეა 1 0 1 0 0-0 1
3 ურუგვაი 1 0 1 0 0-0 1
4 განა 1 0 0 1 2-3 0