რონალდო ბრაზილიის ნაკრებზე - ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია სიტუაციას აფუჭებს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი პრობლემები ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციას დაუკავშირა.
„ვფიქრობ, ყველა ძველმა ფეხბურთელმა, არა მხოლოდ მე, ბრაზილიური ფეხბურთის თამასა ძალიან მაღლა ასწია. და პრესა, როგორც ჩანს, ბევრს ელოდება ამჟამინდელი თაობისგან.
ჩვენთან კვლავინდებურად მსოფლიოში საუკეთესოები თამაშობენ – ვინისიუსი, რაფინია. მაგრამ, კვლავაც არის სისტემური პრობლემები ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელობაში, რაც აისახება ნაკრებზე, მთავარ მწვრთნელ დორივალზე, რომელიც ისეთ შეცდომებს უშვებს, როგორიც არადამახასიათებელია. დღევანდელი ხელმძღვანელობა ატმოსფეროს აფუჭებს“, – განაცხადა ლეგენდარულმა ბომბარდირმა Charla Podcast-თან ინტერვიუში.
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში 1:4 წააგო არგენტინასთან და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.