რონალდო ბრაზილიის ფებურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა #1TVSPORT
რონალდო ბრაზილიის ფებურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე. ამის შესახებ წერს ფრანგული ონლაინგამოცემა RMC Sport-ი.

„ასობით მოტივი გამაჩნია, მაგრამ მთავარია – დავაბრუნოთ მსოფლიო დონეზე ბრაზილიური ფეხბურთის მიმართ პატივისცემა“, – აცხადებს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი.

„ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა.