რონალდო ალექსის სანჩესს „ვალიადოლიდში“ ეპატიჟება
რონალდო ალექსის სანჩესს „ვალიადოლიდში“ ეპატიჟება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი და ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ვალიადოლიდის“ მთავარი აქციონერი რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ ალექსის სანჩესს თავის გუნდში იწვევს. სანჩესი ამჟამად მილანის „ინტერში“ იჯარის წესით თამაშობს, კონტრაქტით კი ისევ მანჩესტერელებს ეკუთვნის.

„ალექსის სანჩესი ყველგან წარმატებას აღწევდა, სადაც კი თამაშობდა. თუ ის ამას „ინტერში“ ვერ გააკეთებს, „ვალიადოლიდის“ კარი მისთვის მუდამ ღიაა“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები გამოცემა „სემპრე ინტერს“.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ჩილელმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში.