რონალდინიოს გირაოთი გათავისუფლებაზე მეორედ უთხრეს უარი
რონალდინიოს გირაოთი გათავისუფლებაზე მეორედ უთხრეს უარი

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ შემტევს რონალდინიოს მეორედ უთხრეს უარი პარაგვაის ციხის დატოვებასა და შიდაპატიმრობაში გადასვლაზე.

სამხრეთამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ 39 წლის ბრაზილიელი დარჩება კოლონიაში. სასამართლომ უარყო ადვოკატების თხოვნა 1.6 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ყოფილი ფეხბურთელის განთავისუფლების შესახებ.

ირკვევა, რომ ეს თანხა ორჯერ აღემატება დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ პირველ წინადადებას. მაშინაც სასამართლომ რონალდინიო საპატიმროში დატოვა. უარის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მოსამართლის აზრით, თანხა არ შეესაბამებოდა რონალდინიოს ფინანსურ შესაძლებლობებს.

ასევე სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შიდაპატიმრობის შემთხვევაში, ბრაზილიელი პარაგვაიდან სამშობლოში გაიქცევა.

რონალდინიო და მისი ძმა რობერტო პარაგვაიში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მათ აეროპორტში ყალბი პასპორტები წარმოადგინეს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ყოფილ ფეხბურთელს ექვსი თვე პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი