რონალდინიომ პარაგვაის ციხეში საფეხბურთო ტურნირი მოიგო, ფინალში ბრაზილიელმა 5 გოლი გაიტანა
რონალდინიომ პარაგვაის ციხეში საფეხბურთო ტურნირი მოიგო, ფინალში ბრაზილიელმა 5 გოლი გაიტანა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რონალდინიომ პარაგვაის ციხის საფეხბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, – წერს ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Globoesporte.

ფინალურ მატჩში რონალდინიოს გუნდმა 11:2 მოიგო. „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა – ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა. პრიზის სახით, რონალდინიო და მისი თანაგუნდელები 16-კილოგრამ შებოლილ ღორის ხორცს მიიღებენ.

2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გასულ კვირას, პარაგვაიში ყალბი პასპორტით შესვლის გამო, ასუნსიონში დააპატიმრეს.