რონალდინიო პარაგვაიში დააკავეს
რონალდინიო პარაგვაიში დააკავეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო სერიოზულ უსიამოვნებაში მოხვდა. „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე ძმასთან ერთად პარაგვაიში დააკავეს დოკუმენტების გაყალბებისთვის.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი ამ ქვეყანაში საქველმოქმედო ღონისძიებაზე ოთხშაბათს ჩაფრინდა. პოლიციელებმა რონალდინიოს ნომერში ჩხრეკა ჩაატარეს და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩინეს. ფეხბურთელსა და მის ძმას სასტუმროში ყოფნის ნება დართეს, მაგრამ მათ საქმეზე გამოძიება გრძელდება. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ძმებს ახლდა, დაპატიმრებულია. დაკავებულები ირწმუნებიან, რომ სწორედ მან მოატყუა ისინი და პასუხიც მან უნდა აგოს, – წერს ESPN.

რონალდინიომ, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“, „ბარსელონასა“ და „მილანში“ გამოდიოდა, კარიერა 2015 წელს დაასრულა.