რონალდინიო - მანჩესტერს ბარსელონაში კომფორტული ანგარიშით გამარჯვება შეუძლია.
რონალდინიო - მანჩესტერს ბარსელონაში კომფორტული ანგარიშით გამარჯვება შეუძლია.

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ, ერთ-ერთ ინტერვიუში დღევანდელ მატჩზე ისაუბრა, რომელიც კამპ ნოუზე მასპინძელ ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გაიმართება.

„მე ვფიქრობ, რომ ბარსელონას ყველა კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მანჩესტერში უნდა გაეცა, თუმცა ანგარიში მხოლოდ 0:1 გვაქვს, სწორედ ამიტომ მანჩესტერ იუნაიტედს შანსი აქვს. წითელ ეშმაკებს შეუძლიათ, ბარსელონაში მათთვის კომფორტული ანგარიშით გაიმარჯვონ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ გაიტანს პირველ გოლს“, – განუცხადა რონალდინიომ გამოცემა გოლს.

დატოვე კომენტარი