საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა რონალდინიომ სოციალურ ქსელ Instagram-ზე მიმართვა გაავრცელა.
თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანური საფეხბურთო გრანდის ლეგენდების გუნდმა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები 3:1 დაამარცხა. „ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდინიომ მოედანზე 80 წუთი გაატარა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა.
„მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და პირველად ვგრძნობ ამ ხალხის სითბოს… ყოველთვის სასიამოვნოა „ბარსას“ მაისურის ჩაცმა და ასეთ ულამაზეს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. შეხვედრამდე“, – დაწერა რონალდინიომ Instagram-ზე.