რონალდინიო „ბარსელონაში“ ბრუნდება
რონალდინიო „ბარსელონაში“ ბრუნდება

„ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა რონალდინიომ გამოაცხადა, რომ კატალონურ გრანდში დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანამდებობას დაიკავებს ბრაზილიელი.

„მე სახლში ვარ. მადლობა ღმერთს ამგვარი სიახლოვისა და პატივისცემისთვის. აქ ყოველთვის დაუჯერებელი ენერგიაა. შეხვდი პრეზიდენტს. მალე ჩვენ ახალ ამბებს გამოვაცხადებთ“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში ბრაზილიელი კატალონური კლუბის ელჩი გახდა.

რონალდინიო „ბარსელონაში“ 2003-08 წლებში თამაშობდა, სულ გუნდში 207 მატჩი ჩაატარა, 94 გოლი გაიტანა და 71 შედეგიანი პასი შეასრულა.