რონალდინიო ამხანაგური მატჩისთვის ფეხბურთში ბრუნდება
რონალდინიო ამხანაგური მატჩისთვის ფეხბურთში ბრუნდება

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი რონალდინიო კარიერის განახლებას კოლუმბიის „სანტა ფეს“ რიგებში ამხანაგურ მატჩში გეგმავს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბიელებს ჯერ მეტოქე არ აურჩევიათ, მაგრამ უკვე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება. ყველა მოუთმენლად ელოდება ბრაზილიელის მოედანზე გამოსვლას.

ბოლო პერიოდში რონალდინიოს რთული მომენტები ჰქონდა ცხოვრებაში, მაგალითად, მისმა ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა.