რონალდ კუმანს „ბარსელონას“ გაწვრთნა სურს
რონალდ კუმანს „ბარსელონას“ გაწვრთნა სურს

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ „ბარსელონას“ გაწვრთნის სურვილი აქვს. სპეციალისტის სიტყვები მოჰყავს Fox Sports-ს:

„ეს ინფორმაცია წამოცდა ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენელს ნიკ-იან ჰუგმას. როგორც ჩანს, მან მიიჩნია, რომ ეს უკვე ყველამ იცოდა.

ლაპარაკია „ბარსელონაზე“, თუმცა ამ თემას მხოლოდ ევრო 2020-ის შემდეგ თუ განვიხილავთ. დღეს მე არსად წასვლას, არ ვაპირებ. ეს ზუსტია.

როცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფედერაცია შეაფასებს ჩვენს გამოსვლას, შესაძლოა ითქვას, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ ტურნირზე და მოგვიწევს თანამშრომლობის შეწყვეტა. ამის შემდეგ ჩვენ გამოვეთხოვებით ერთმანეთს“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ წააგო „ლევანტესთან“ 1:3 და ესპანურ პრესაში აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ერნესტე ვალვერდეს შესაძლოა გადაყენების შესახებ.