რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა #1TVSPORT

01:23, 01.07.2026

რონალდ კუმანმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ნიდერლანდებმა პენალტების სერიაში (1:1, 2:3) დათმო მაროკოსთან 1/16-ფინალის მატჩი და ტურნირს გამოეთიშა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო მუშაობა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ჩვენ ერთად ვოცნებობდით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ისტორიაში შევიდოდით. ეს არ მოხდა. ჩემზე მეტად არავინ არის იმედგაცრუებული. როგორც მთავარი მწვრთნელი, შენ იღებ ამ პასუხისმგებლობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში 63 წლის მწვრთნელმა.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2023 წლის დასაწყისიდან ედგა სათავეში.

მსგავსი