რონალდ კუმანმა მწვრთნელობიდან წასვლა არ გამორიცხა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს. მისი კონტრაქტი ძალაშია 2026 წლის ზაფხულამდე.
„ეს შესაძლებელია. ვფიქრობ ამაზე დრო და დრო. კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვეტილებისთვის ორი მხარეა საჭირო. ყველა ადამიანი ფიქრობს თავის უახლოეს მომავალზე. მაგრამ დღეს არ მაქვს ფიქრები ამის შესახებ. ეს გამორიცხულია“, – მოჰყავს კუმანის სიტყვები გაზეთ Telegraaf-ს.