რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში პირველად წააგო (ვიდეო)
რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში პირველად წააგო (ვიდეო)

„ბარსელონამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი წააგო. ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში კატალონური კლუბი სტუმრად 0:1 დამარცხდა „ხეტაფესთან“. ერთადერთი გოლი პენალტით ხაიმე მატამ 56-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბარსელონამ“ ჩემპიონატი ორი მოგებით (ბურთების სხვაობა – 7:0) დაიწყო, რის შემდეგაც ქულები დაკარგა „სევილიასთან“ (1:1).

კუმანის გუნდს ოთხ მატჩში შვიდი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. „ხეტაფე“ 10 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „ხეტაფემ“ „ბარსელონა“ პირველად დაამარცხა ბოლო ცხრა წელიწადში.

შემდეგი ტურის შეხვედრა „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე აქვს „რეალის“ წინააღმდეგ, მანამდე კი შუა კვირას ელოდება ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ.