რონალდ კუმანის ვაჟი ერედივიზიონის ისტორიაში პირველი მეკარეა, ვინც დუბლი შეასრულა #1TVSPORT

21:07, 06.09.2026

ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი „ტელსტარსა“ და „კამბურს“ შორის 2:2 დასრულდა.

„ტელსტარის“ რიგებში ორივე გოლი მეკარე რონალდ კუმანმა გაიტანა. მან 63-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიყენა, 101-ე წუთზე კი თამაშიდან შეაგდო და თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ამის წყალობით უმცროსი კუმანი გახდა ერედივიზიონის ისტორიაში პირველი მეკარე, ვინც დუბლის შესრულება შეძლო.

„ტელსტარის“ მეკარე ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ვაჟია.

მსგავსი