რონალდ კუმანი - შემოდგომამდე სანაკრებო მატჩები არ იქნება
რონალდ კუმანი - შემოდგომამდე სანაკრებო მატჩები არ იქნება

ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ეროვნული ნაკრებების მატჩები შემოდგომამდე არ დაიწყება.

სპეციალისტს ესმის, რომ კარანტინის შემდეგ მთელი ძალები მიმართული იქნება ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროთასების დასრულებისკენ.

„ჯერ დაბრუნდეს საკლუბო ფეხბურთი და შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ სანაკრებო მატჩებზე. მე ვერ ვხედავ ზაფხულში ნაკრებებისთვის თამაშის შესაძლებლობას. ვფიქრობ, შემოდგომამდე, სექტემბერ-ოქტომბრამდე, ეროვნული ნაკრების შეხვედრები არ იქნება“, – განაცხადა კუმანმა გაზეთ „გარდიანთან“ კომენტარში.

დატოვე კომენტარი