რონალდ კუმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
რონალდ კუმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო „გრანადასთან“ (1:2) მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მარკამ“ სადისციპლინო კომიტეტზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი 66-ე წუთზე გააძევეს მსაჯის მიმართ უპატივცემულობის გამო.

ასე რომ, კუმანი ვერ შეძლებს უშუალოდ უხელმძღვანელოს თავის გუნდს „ვალენსიასთან“ (2 მაისი) და „ატლეტიკოსთან“ (8 მაისი) მატჩებში.