რონალდ კუმანი მომავალს იმედით უყურებს - მშვიდად ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ #1TVSPORT
რონალდ კუმანი მომავალს იმედით უყურებს - მშვიდად ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ (0:3) კატალონიური კლუბის ნიდერლანდელი მწვრთნელის ბუნდოვან მომავალზე პრესაში ხშირად იწერება. გულშემატკივრებისა და სპორტის მიმოხილველების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ კუმანის შეცვლაზე უნდა იფიქროს. თუმცა, თავად რონალდ კუმანი აცხადებს, რომ მომავალს იმედიანად უყურებს და „ბარსელონადან“ წასვლას არ ფიქრობს.

„ვფიქრობ მოლოდ თამაშსა და გუნდზე. დანარჩენი ჩემზე არ არის დამოკიდებული, –  მოჰყავს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვები Marca-ს. – მე მშვიდად ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ. საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა ტრავმების შემდეგ ფორმა აღიდგინონ. ერთი წლის წინ, „ბარსელონას“ „ბაიერნმა“ 2:8 მაუგო და ეს მაშინ, როცა გუნდში მესი, გრიზმანი და სუარესი თამაშობდნენ“.

„ბარსელონა“ რონალდ კუმანმა 2020 წელს ჩაიბარა. მისი მწვრთნელობის დროს კატალონიელებმა ესპანეთის თასი მოიგეს, ესპანეთის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს, ჩემპიონთა ლიგიდან კი 1/8 ფინალში გამოვარდნენ.