რონალდ კუმანი - მესისთან პრობლემა არ მაქვს
რონალდ კუმანი - მესისთან პრობლემა არ მაქვს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გაუკეთა კატალონური კლუბის ყოფილი მწვრთნელის კიკე სეტიენის სიტყვებს – „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი რთული სამართავია.

„პატივს ვცემ ნებისმიერ აზრს. ჩემთვის ლეო – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მე ვხედავ მის ამბიციებს და გამარჯვებულის ხასიათს. ჩემთვის რთული არ არის მისი ხელმძღვანელობა. ის კაპიტანია და მე მესისთან ყოველ კვირას მაქვს კავშირი. ამ საკითხს ისე არ ვუყურებ, როგორც სეტიენი და არ ვეთანხმები მის აზრს“, – განაცხადა კუმანმა.