რონალდ კუმანი – კარგ ფორმაში ვართ და პსჟ-სთან მოგება შეგვიძლია
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის აზრით მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ კარგ ფორმაში ხვდება.
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის წინა ტურში „ალავესი“, დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მესის და ტრინკაოს დუბლებთან ერთად თავი ჯუნიორ ფირპომ გამოიჩინა.
https://www.youtube.com/watch?v=Sng7UNrv19Y
„დარწმუნებულები ვართ, რომ პსჟ-სთან მოგება შეგვიძლია. მათ ტრავმირებული მოთამაშეები ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. შესაბამისად შეხვედრა თანაბარი იქნება. უნდა ვითამაშოთ კარგად რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მოგებების კარგი სერია გვაქვს“, – განაცხადა კუმანმა პრესკონფერენციაზე.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის პირველი შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.