რონალდ კუმანი - ფეხბურთელები ამ თამაშში გამარჯვებას იმსახურებენ
რონალდ კუმანი - ფეხბურთელები ამ თამაშში გამარჯვებას იმსახურებენ

ბარსელონა შაბათს, 24 ოქტომბერს, რეალის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. ეს რონალდ კუმანისთვის მთავარი მწვრთნელის სტატუსით პირველი ელ-კლასიკო იქნება.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს განსხვავებული მატჩია და ყოველთვის გრძნობ ზეწოლას, მაგრამ დიდი ხანია უკვე ფეხბურთში ვარ და მივეჩვიე მასთან გამკლავებას“.

კუმანმა ცარიელი ტრიბუნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ თამაშებში გულშემატკივრები ყოველთვის დამატებითი მოთამაშის როლს ასრულებენ და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ისევ იხილავს სავსე სტადიონს.

მან მადრიდის „რეალის“ სათამაშო ფორმაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მადრიდის „რეალი“ შესაძლოა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები ენთუზიაზმით ჩამოვლენ აქ“.

კუმანმა ის პერიოდიც გაიხსენა, როცა „ბარსელონაში“ თამაშობდა და პირველ ელ-კლასიკოში მადრიდელების წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა (5:0).