რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე ოცნებობს
რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე ოცნებობს

„ნიდერლანდების“ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ოცნებობს, მომავალში კატალონიურ გრანდს ჩაუდგეს სათავეში.

„ბარსელონადან“ დამიკავშირდნენ, ეს ადრეც აღვნიშნე. ჯერ მინდა, რომ საკუთარი სიტყვა ნაკრებში ვთქვა, – განაცხადა კუმანმა Catalunya Radio -სთან ინტერვიუში. –  მეგონა, რომ წინ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გველოდა. ნაკრებში არსებული მდგომარეობით კი კმაყოფილი ვარ და ეს ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ჩემს კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას მაძლევს, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დავტოვო ნაკრები, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ყველამ იცის, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე ვოცნებობ და იმედი მაქვს, რომ ამის საშუალება მომეცემა“.

დატოვე კომენტარი