რონალდ არაუხომ ორ მსოფლიოზე იმგზავრა, მაგრამ ერთი წუთიც ვერ ითამაშა #1TVSPORT

16:01, 28.06.2026

ურუგვაის ნაკრების მცველმა რონალდ არაუხომ ვერ მიიღო სათამაშო პრაქტიკა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი გამოძახებული იყო ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ვერც ერთი წუთი ვერ ითამაშა მთავარ სანაკრებო ტურნირზე.

2022 წელს, ყატარში არაუხოს ტრავმა აწუხებდა. 2026 წელს კი არც ერთხელ არ გამოჩენილა მოედანზე მთავარი მწვრთნელის მარსელო ბიელსას გადაწყვეტილების გამო.

მოთამაშისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა, ეს დაუჯერებლად მოსჩანს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: არაუხო ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მინდორზე გასვლა არ მოუწია.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ურუგვაი პლეი ოფში ვერ გავიდა და არაუხო შინ ისევე ბრუნდება, როგორც ოთხი წლის წინ – ნული სათამაშო წუთით.

მსგავსი