„ბარსელონას“ მცველი რონალდ არაუხო „იუვენტუსში“ გააგრძელებს კარიერას.
ურუგვაელი ფეხბურთელი ტურინულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, – წერს გაზეთი La Repubblica.
არაუხო მომავალ კვირას ჩავა ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად.
მცველი სულ ახლახანს მომჯობინდა ტრავმისგან, რის გამოც ნახევარი წელი გამოტოვა. ამ სეზონში მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.