რონალდ არაუხო იჯარით „ლივერპულში“ ითამაშებს #1TVSPORT
რონალდ არაუხო „ბარსელონადან“ „ლივერპულში“ გადადის.
კლუბებმა მოილაპარაკეს ურუგვაელი მცველის იჯარაზე, – წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. გარიგებაზე თანხმობა განაცხადა კატალონელთა სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება არაუხოს გამოსყიდვის უფლება, თუმცა ამას არ ექნება სავალდებულო ხასიათი. ხელმოწერა უახლოესი 24 საათის განმავლობაში შედგება.
გასულ სეზონში ლა ლიგაში არაუხომ 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.