რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
მიუხედავად „იუვენტუსისა“ და სხვა კლუბების მხრიდან ინტერესისა, „ბარსელონას“ ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის სპორტულ დირექტორთან, დეკუსთან შეხვედრის შემდეგ არაუხომ წასვლა გადაიფიქრა.
უფრო მეტიც, უახლოეს დროში ურუგვაელი ფეხბურთელი გააგრძელებს კონტრაქტს „ბარსელონასთან“. თუმცა მხარეებს მოუწევთ განიხილონ ახალი ხელშეკრულების დეტალები.
მიმდინარე სეზონის სტარტი ურუგვაელმა მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა.