რომში მოსკოვის ცსკა-ს ფანი დაჭრეს
რომში მოსკოვის ცსკა-ს ფანი დაჭრეს

მოსკოვის ცსკა-ს ფანები, რომლებიც იტალიის დედაქალაქში „რომას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში საკუთარი გუნდის დასახმარებლად გაემგზავრნენ, რომაელი გულშემატკივრების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

იტყობინებიან, რომ თავდასხმა ოლიმპიურ სტადიონთან ახლოს, დუკა-დ’აოსტას ხიდზე მოხდა. იტალიელი ფანების ჯგუფი სამ რუს გულშემატკივარს დაესხა თავს, რის შემდეგაც ერთმა სტუმარმა დანით ჭრილობა მიიღო. პოლიციის ჩარევის შემდეგ, 15 ადგილობრივი გულშემატკივარი დააკავეს.

დატოვე კომენტარი