რომში დღეს ჭიდაობაში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება #1TVSPORT
რომში დღეს ჭიდაობაში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება #1TVSPORT

რომში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები:

45 კგ – გიორგი კოჩალიძე

51 კგ – ანრი ხოზრევანიძე

55 კგ – საბა სურმანიძე

60 კგ – ავთანდილ მამალაძე

65 კგ – ალექსანდრე რუსიტაშვილი

71 კგ – ანრი ფუტკარაძე

80 კგ – ლუკა გელაშვილი

92 კგ – გორ აივაზიანი

110 კგ – დავით მგელაძე

მთავარი მწვრთნელი: მამუკა სულთანიშვილი;

მწვრთნელები: უჩა შავაძე, დევი რეხვიაშვილი, მარად აბულაძე.

ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლერი გვირჯიშვილი.

დღეს, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება ხუთ წონით კატეგორიაში: 48, 55, 65, 80 და 110 კილოგრამებში.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება. ნახევარფინალები – 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანრი ხოზრევანიძე (51 კგ), და ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები: ავთანდილ მამალაძე (60 კგ) და საბა სურმანიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა, 14 წლის ვახტანგ ლოლუამ კი 17-წლამდელებში გამარჯვების შემდეგ, გასულ კვირაში 15-წლამდელებშიც მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ხელი ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.