რომის ყოფილ მერს, ჯანი ალემანოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Gianni Alemanno durante i funerali di Lando Fiorini nella Basilica di Santa Maria in Trastevere, Roma, 11 dicembre 2017. ANSA/ANGELO CARCONI
რომის სასამართლომ იტალიის დედაქალაქის ყოფილ მერს, ჯანი ალემანოს კორუფციისა და უკანონო დაფინანსების მიღებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
ჯანი ალემანოს ასევე სამუდამოდ აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
ალემანო ბრალს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
გამოძიების ფარგლებში ალემონოს 300 000-მდე ევრო ჩამოართვეს. სასამართლომ მას ასევე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.