რომის პაპი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
რომის პაპი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

​რომის პაპი და რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის და სირიის კონფლიქტებზე ისაუბრებენ. ვლადიმერ პუტინი ვატიკანში 4 ივლისს ჩავა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რომის კათოლიკურ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და ვატიკანის პროფილურ სტრუქტურას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეებს აქვთ თითქმის იდენტური პოზიციები ისეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა: ტერორიზმთან ბრძოლა, რელიგიური ექსტრემიზმი, ეკოლოგიური და ადამიანისგან შექმნილი კატასტროფების თავიდან არიდება, ქრისტიანების დაცვა კონფლიქტურ ზონებში, რელიგიათოშირისი და ცივილიზაციათაშორისი დიალოგის გაძლიერება“, – აღნიშნა იური უშაკოვმა.