რომის პაპი ლეო XIV „რომას“ გულშემატკივრობს #1TVSPORT
რომის პაპი ლეო XIV „რომას“ გულშემატკივრობს #1TVSPORT

ახალი რომის პაპი ლეო XIV „რომას“ გულშემატკივარია.

69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი ხუთშაბათს, 8 მაისს პირველი პაპი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული. მან ფრანცისკეს ადგილი დაიკავა, რომელიც 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მას უყვარს სპორტი. ის „რომას“ დიდი გულშემატკივარია.

მე მას ველაპარაკე „რომასა“ და „ფიორენტინას“ მატჩის შემდეგ. მან ხუმრობით მითხრა: „რომას“ მოგება – ეს ფრანცისკეს პირველი სასწაულია გარდაცვალების შემდეგ“, – განაცხადა კარდინალმა ჯუზეპე პაგანომ.