რომის პაპი ლეო XIV – დავეხმაროთ ერთმანეთს ხიდების აშენებაში, დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში, ერთიანები უნდა ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ
ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ, – ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ახალმა წინამძღოლმა, პაპმა ლეო XIV-მ საკუთარ მიმართვაში განაცხადა.
„მშვიდობა თქვენ ყველას. ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ და, ამავდროულად, შიშის გარეშე, გავერთიანდეთ, ხელჩაკიდებულები, ღმერთთან და ერთმანეთთან, წინ წავიდეთ. მსოფლიოს თქვენი სინათლე სჭირდება. დაგვეხმარეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აშენებაში, დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში. ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ“, – განაცხადა ლეო XIV-მ.
მან მადლობა გადაუხადა პაპ ფრანცისკეს და კარდინალებს.
„მადლობა პაპ ფრანცისკეს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კარდინალს, რომლებმაც ამირჩიეს. თქვენ, ყველა, ძმებო და დებო, რომიდან, იტალიიდან, მთელი მსოფლიოდან, ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია, ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, რომელიც ყოველთვის ეძებს ქველმოქმედებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს, იყოს ახლოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. მინდა, თქვენთან ერთად ვილოცო. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რომის პაპმა.