რომის პაპი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც კორონავირუსის შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ
რომის პაპი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც კორონავირუსის შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ

რომის პაპი ფრანცისკე იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც კორონავირუსის შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, საჭირო იყო, რომ მათ სხვების ტანჯვა უკეთესად გაეცნობიერებინათ.

„ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, ვინც სახლში რჩებოდა, მრავალი ადამიანის ეკონომიკური პრობლემებზე, რომლებსაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩაკეტვებმა, ასევე, ავადმყოფ ადამიანებზე. ისინი ფიქრობდნენ მხოლოდ შვებულებაში გასვლაზე და გართობაზე. ამან ძალიან დამამწუხრა. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება 2021 წელს, მაგრამ რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია, არის ის, რომ ცოტათი მეტი ძალისხმევა გავიღოთ ერთმანეთზე ზრუნვისთვის. არსებობს ცდუნება, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა რომის პაპმა.