რომის პაპი - დაე, სამყაროს მხსნელი იქცეს სინათლედ ძვირფასი უკრაინისთვის, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ ისწრაფვის მშვიდობის სასარგებლოდ
რომის პაპი - დაე, სამყაროს მხსნელი იქცეს სინათლედ ძვირფასი უკრაინისთვის, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ ისწრაფვის მშვიდობის სასარგებლოდ

რომის პაპმა ვატიკანში ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციულ მიმართვაში იმ ადამიანებზე და ერებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც იტანჯებიან. რომის პაპმა მსოფლიოში მშვიდობისთვის ილოცა.

„ადამიანთა გულებში სიბნელეა, თუმცა ქრისტეს ნათელი მაინც დიდებულია“, – განაცხადა რომის პაპმა.

მიმართვაში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებზე და დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. პაპმა ახლო აღმოსავლეთზე, წმინდა მიწაზე, სირიაზე, ლიბანზე, იემენზე, ერაყზე, ვენესუელასა და უკრაინაზე ისაუბრა.

„დაე, სამყაროს მხსნელი იქცეს სინათლედ ძვირფასი უკრაინისთვის, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ ისწრაფვის მტკიცე მშვიდობის სასარგებლოდ“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა იმ ადამიანებზეც ილოცა, რომლებიც რელიგიის გამო იდევნებიან და მსოფლიოს მათი დახმარებისკენ მოუწოდა.