რომის პაპი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის საჭიროა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რათა ბოლო მოეღოს ისეთ ომებს, როგორიც ახლა მიმდინარეობს
რომის პაპი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის საჭიროა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რათა ბოლო მოეღოს ისეთ ომებს, როგორიც ახლა მიმდინარეობს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის საჭიროა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, რათა ბოლო მოეღოს ისეთ ომებს, როგორიც ახლა მიმდინარეობს.

„ყოველი ომი არის დამარცხება. ომით არაფერი წყდება. ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია მშვიდობითა და დიალოგით. ეს არის ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ, ორი სახელმწიფოს მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე. ოსლოს შეთანხმება – კარგად განსაზღვრული ორი სახელმწიფო და იერუსალიმი სპეციალური სტატუსით“, – აღნიშნა რომის პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც და განაცხადა, რომ ანტისემიტიზმი ფარულად რჩება და ამას ხედავს ახალგაზრდებშიც. თუმცა, მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის შედეგად მოკლული ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული.