რომის პაპი აცხადებს, რომ ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნის ამოსაკვეთად უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება

21:54, 11.10.2026

რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ექიმებმა სამედიცინო შემოწმებისას ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნი აღმოუჩინეს და მიმდინარე კვირაში მის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება.

„ბოლო სამედიცინო გამოკვლევებისას ექიმებმა ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს. ის ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ჩარევა მიზანშეწონილია, ამიტომ, მათი რჩევით, გადავწყვიტე, ოპერაცია გავიკეთო. ოპერაცია უკვე დაგეგმილია უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა რომის პაპმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ფილტვის კვანძი პატარა, ლოკალიზებული დაზიანებაა, რომელიც შესაძლოა, კეთილთვისებიანი იყოს. როგორც გამოცემა წერს, ფილტვის კვანძების ხუთ პროცენტზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება კიბო, თუმცა რისკი იზრდება ასაკის, ზომისა და სხვა ფაქტორების გამო.

ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

მსგავსი