რომის პაპ ლეო XIV-სა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რომის პაპს, ლეო XIV-სა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რომის პაპთან საუბრისას დეტალურად ისაუბრა რუსეთის მხრიდან ესკალაციასა და უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე მუდმივ თავდასხმებზე.
„ვისაუბრეთ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეც. ვმუშაობთ, რომ იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ. შესაბამის გადაწყვეტილებას ვამზადებთ. მისმა უწმინდესობამ ამ საკითხზე რუსეთის მხარესთან არსებული კონტაქტების შესახებ გვაცნობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და საფრთხეები. კერძოდ, საუბარი შეეხო პარტნიორების მხრიდან რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების შესახებ გაფრთხილებების არარსებობას, რაც, ზელენსკის თქმით, ბოლო პერიოდში უკვე სამჯერ მოხდა.