რომის ხალიჩაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ
რომის ხალიჩაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ

იტალიის დედაქალაქ რომში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

საქართველოს სახელით ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), დემურ ქავთარაძე (77 კგ), თორნიკე ძამაშვილი (87 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) იასპარეზებენ.

დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 21:00 საათზე.