რომერო - ადესანიას შეცდომაზე დავიჭერ და დავანოკაუტებ (ვიდეო)

8 მარტს ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი სატიტულო დაპირისპირება შედგება (UFC 248). მთავარი ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში მოქმედ ჩემპიონ ისრაელ ადესანიასა (18-0) და კუბელ იოელ რომეროს (13-4) შორის შედგება. აფრიკელ-ზელანდიელი ტიტულის დაცვას პირველად შეეცდება.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე 42 წლის რომერომ ადესანიასთან დაპირისპირებაზე და მის მორიგ სატიტულო შანსებზე ისაუბრა.

„მე მის შეცდომას დაველოდები და პირველივე მოცემულ შანსს ნოკაუტად ვაქცევ. მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი დავიცვა და ძალების დაზოგვა და გადანაწილება მოვახერხო, თუმცა ერთი რამ აუცილებელია – ეს ბრძოლა ბოლომდე არ უნდა მივიყვანო. მე ის უნდა დავაკონაუტო“. – განაცხადა რომერომ MMA Junkie-სთან საუბრისას.